სასწავლო პროექტი


„ჩემი  საყვარელი წელიწადის  დრო“


მსურს  გაგაცნოთ ოთხი ძმა
ოთხი დიდი მხატვარი
გაზაფხული, ზაფხული,შემოდგომა, ზამთარი.      


მთავარი  იდეა: იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის“ოთხი დრო და ოთხი ნატვრის მიხედვით“ მიხედვით. პროექტმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეთა ჯგუფურ მუშაობას, განუვითარდეს მოსმენის, დაფიქრების უნარი და პასუხისმგებლობის გრძნობა.

პროექტის მიზანი: მიზანია გაეცნონ წელიწადის დროების  თავისებურებებს (კლიმატი, ცვლილებები ბუნებაში.)
 ქართ. I. 2.  მოიძიებენ მარტივ ინფორმაციას ნაცნობ თემებზე.
 ქართ. I. 5.  შექმნიან  თემასთან  დაკავშირებულ ნახატებს.
 ქართ. I. 8. გამოხატავენ  თავიანთ ემოციას წაკითხული ტექსტის ირგვლივ.

მონაწილეთა ასაკი: 6–7 წელი.

ვადები/ხაგრძლიობა: 5 დღე.

მოსალოდნელი შედეგი: პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას.  წაკითხული ტექსტის ანალიზი, ჯგუფური მუშაობის უნარების, მოსმენისა და ინფორმაციის მოძიების ჩვევების ჩამოყალიბება.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: პომპიუტერი (ბუკი), სლაიდები, რვეული, ფანქრები, ცარცი, დაფა.

პროექტის მსვლელობა: კლასს გავყოფ 3 ჯგუფად. დღეების მიხედვით გადავანაწილებთ პროექტზე სამუშაოს.
I-                   დღე   თემის გაცნობა კითხვა პასუხის რეჟიმში.
წელიწადში რამდენი დროა?
რომელი დროა თქვენთვის საყვარელი? რატომ?
შემდეგ მოვიძიებთ მასალებს წელიწადის დროებზე.
I-ჯგუფს  ევალება ნასწავლი მასალიდან ლექსების,ნახატების მოპოვება.
(წელიწადის  დროებთან დაკავშირებით)

II-ჯგუფს ევალება დახატონ ან გამოჭრან წელიწადის დროების ამსახველი
  ნახატები.
III-ჯგუფს ევალება სურვილების ბარათების დამზადება, რათა ჩაწერონ მათთვის საყვარელი წელიწადის დრო.
II-                დღე – მოსწავლეთა  გამოკითხვა  (ლექსები, გამოცანები.)
III-              დღე –ჩანახატებისა და სურათების გამოფენა.
IV-             დღე– მუშაობა სურვილების ბარათების დიზაინზე.
V-                დღე–პრეზენტაცია პროექტის.

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: ქართული.

პროექტის ხელმძღვანელი: როზეტა სკამოკოჩაიშვილი.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: rozeta.skamkochaishvili@gmail.com